"საქართველოს სასამართლოს გუშაგი" - დღეს 26 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა, აქედან სამი კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით გაამწესეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლე ნინო გიორგაძის უვადოდ არდანიშვნა ატარებს სანქციის შინაარსს მოსამართლის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "საქართველოს სასამართლოს გუშაგი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ნინო გიორგაძის გარდა, ყველა მოსამართლე დანიშნა უვადოდ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 1-ელ დეკემბერს ეწურებოდათ.

“2023 წლის, 3 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო ჯამში უვადოდ დანიშნა 26 მოსამართლე. მათგან 23 მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1-ელ დეკემბრიდან ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ხოლო 3 - 2019 წლის 3 ივნისიდან (მოსამართლეები: ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული).

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ნინო გიორგაძის გარდა, ყველა მოსამართლე დანიშნა უვადოდ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 1-ელ დეკემბერს ეწურებოდათ. რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნინო გიორგაძის არდანიშვნა, რომელსაც საბჭომ გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობაც კი არ მისცა, ატარებს სანქციის შინაარსს მოსამართლის წინააღმდეგ.

სრული ინფორმაცია იხილოთ ბმულზე: „, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება