ისრაელი "ანტისემიტიზმის ზრდის" ფონზე საკუთარ მოქალაქეებს საზღვარგარეთ მგზავრობის გადახედვისკენ მოუწოდებს

ანტისემიტიზმის ზრდის ფონზე ისრაელის მთავრობა მოქალაქეებს საზღვარგარეთ მგზავრობის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთობლიც განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ისრაელი აკვირდება “ანტისემიტიზმისა და ისრაელის საწინააღმდეგო ბიძგების მნიშვნელოვან ზრდას, და ამასთან დამატებით, მსოფლიოს გარშემო ისრაელელებისა და ებრაელების წინააღმდეგ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ძალადობრივ თავდასხმებს,” მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, რომლებსაც “ტერორიზმთან დაკავშირებული სამოგზაურო გაფრთხილებები” არ გააჩნიათ.

ებრაული საზოგადოებები, რელიგიური და საზოგადოებრივი დაწესებულებები (სინაგოგები, ხაბად ცენტრები, კოშერული რესტორნები და ისრაელული ბიზნესები), ისრაელის დელეგაციები, და აეროპორტები ისრაელში და ისრაელიდან ფრენებით არიან ანტისემიტური ჯგუფების მხრიდან პროტესტებისა და თავდასხმების მთავარი სამიზნეები”, - წერია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება