თამარ გაბუნიამ, ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

ყაზახეთში, ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ჯანდაცვის ჯგუფის, რიგით მე-5 სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს, საქართველო, „კარეკის“ თავმჯდომარე ქვეყანა იყო, შესაბამისად, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გახსნა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2030 წლის საერთო ჯანდაცვის სტრატეგია და 2024 წლის რეგიონული საინვესტიციო ჩარჩო დოკუმენტი, რომლებიც ამ სამუშაო შეხვედრების დროს განიხილება, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იქნება მონაწილე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ასევე - პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრისა და ტექნიკური დახმარების მისაღებად.

სამუშაო შეხვედრებზე, „კარეკის“ მონაწილე 10 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, დოკუმენტების იმპლემენტაციის პროცესზე, სექტორში, დღეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს, რეგიონულ დონეზე, ჯანდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

ღონისძიების ფარგლებში გამართული მოხსენებებისა და პრეზენტაციების პარალელურად, თამარ გაბუნიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც სპიკერებმა, ჯანდაცვის სექტორზე კლიმატური ცვლილებების გავლენაზე იმსჯელეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება