იაპონიის პრემიერი -  იაპონია, ფილიპინები და აშშ სამხრეთ ჩინეთის ზღვის დასაცავად თანამშრომლობას აგრძელებენ

იაპონია, ფილიპინები და აშშ სამხრეთ ჩინეთის ზღვის დასაცავად თანამშრომლობას აგრძელებენ, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

„სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მისი თავისუფლების დასაცავად, სამმხრივი თანამშრომლობა გრძელდება“, - განაცხადა კიშიდამ.

მანილაში, ფილიპინების კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას კიშიდამ აღნიშნა, რომ იაპონია მანილას უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.

რეგიონში ჩინეთის გააქტიურების ფონზე, კიშიდა და ფილიპინების პრეზიდენტი, ფერდინანდ მარკოს უმცროსი შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის დონე გაიზრდება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!