იუსტიციის სასწავლო ცენტრის  სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა

თბილისში გამართული მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სასწავლო ბაზა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კონფერენციაში მონაწილეებთან ერთად გახსნა.

„სააკაძის სასწავლო ბაზა რეგიონის მასშტაბით უნიკალურია ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა საშუალებით. ადგილზე შესაძლებელი იქნება უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელება.

ცენტრი მოემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს.

ხუთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებულ სააკაძის სასწავლო ბაზაზე მოწყობილია სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები, საკონფერენციო სივრცეები, სამუშაო ოთახები, სპორტული დარბაზი, სარბენი ბილიკები, სიმულაციური სწავლების ცენტრი, სასწავლო სასამართლო დარბაზი, სასწავლო ციხის საკნები, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო ნომრები, სასადილო და სხვა საჭირო სივრცეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, კოლეგა უწყებების წარმომადგენლები, სისტემის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნით დასრულდა მაღალი დონის კონფერენცია, რომელიც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებულ ინოვაციებს მიეძღვნა. კონფერენცია იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება