ენტონი ბლინკენი იორდანიაში არაბული სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდება

დღეს, იორდანიის დედაქალაქ ამანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ განვიხილავთ არაბულ პოზიციას, რომელიც მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და სიტუაციის გაუარესების შეჩერებას, რადგან იგი რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს”, - ნათქვამია იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მასთან დროებითი სამხედრო პაუზის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება