„ანა დოლიძე ხალხისთვის“ - დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდა იმ ხალხის დაცინვაა, რომლებიც დღეს 200-300 ლარზე მუშაობენ

პარტიის - „ანა დოლიძე ხალხისთვის“ მდივნის, ირაკლი ბუცინაშვილის განცხადებით, დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის იდეა, ხალხის დაცინვაა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა სიღარიბეა და ამ დროს დეპუტატმა თვეში 8000 ლარზე მეტი უნდა მიიღოს.

„ჩვენი პარტია ყოველთვის ამბობს, რომ დეპუტატისა და ზოგადად, საჯარო მოხელის ხელფასი უნდა იყოს ღირსეული, რათა კორუფცია არ იყოს ქვეყანაში. ოღონდ აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი - როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა არის აქ საშუალო ხელფასი და რეალურად თვიდან თვემდე რამდენი ლარით უწევთ ცხოვრება ადამიანებს.

აი, ახლა რომ გაიფიცნენ ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები, მიზეზი სწორედ დაბალი ხელფასია. სანამ დეპუტატებს 8000 ლარზე მეტის აღება სურთ ყოველთვიურად, ოპერის თანამშრომლები 500 ლარზე მუშაობენ, ახლა როგორც გაირკვა, მათი სამუშაო დრო გაზარდეს და ხელფასი ისევ 500 ლარი დაუტოვეს.

ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ მინიმალური ხელფასის დაწესებას, რომელიც ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში დიდი ხანია წარმატებით მუშაობს. ხელისუფლებას ესეც კი არ უნდა, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი დაწესდეს და თვითონ ყოველთვიურ შემოსავალს 8000 ლარამდე იზრდიან. პაპუაშვილის ეს ინიციატივა, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეების დაცინვაა.

იცით, რამდენი აქვთ მომსახურების სფეროში დასაქმებულებს ხელფასი? 200-300 ლარი. როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ამ ხელფასით თვიდან თვემდე.

სწორედ ამიტომ არის, რომ ქვეყანა იცლება და ხალხი უცხოეთში სამუშაოდ გარბის.

ჩვენ ვითხოვთ, პარლამენტმა დეპუტატების ხელფასები კი არ გაზარდოს, დაიწყოს მუშაობა მინიმალური ხელფასის დაწესების პროექტზე. ეს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მინიმუმ თავი დააღწიონ იმ კაბალურ პირობებს და მიზერულ ხელფასს, რასაც მათ ამ დროისთვის კომპანიები სთავაზობენ.

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ გააგრძელებს მოქალაქეების საჭიროებებზე მუშაობს და ზრუნვას, რომ მათი ხმა ხელისუფლებამდე მიიტანოს“, - აცხადებს პარტიის მდივანი ირაკლი ბუცინაშვილი, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის