ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ვიზიტისას - გაფართოების თემა დღის წესრიგის სათავეში იქნება, მაგრამ ასევე განვიხილავთ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, სანქციების მე-12 პაკეტს

რა თქმა უნდა, გაფართოების თემა დღის წესრიგის სათავეში იქნება, მაგრამ ჩვენ ასევე განვიხილავთ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, სანქციების მე-12 პაკეტს, ანუ სხვადასხვა საკითხის ფართო სპექტრს, - Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, „ეს გარანტიაა, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით იქამდე ვიდგებით, ვიდრე საჭირო იქნება“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი შეხვედრებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის ოფიციალურ პირებთან გამართავს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!