გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლეს - ამ ტიპის პრეცედენტი მსოფლიოში არაა, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მისი პარტიის ორი თანამშრომელი პარლამენტმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გათავისუფლების ფორმალური მიზეზი ის იყო, „თუ რატომ ესწრებოდნენ აღნიშნული პირები პარლამენტში მომხდარ შეხლა-შემოხლას“.

„რატომ იდექით გიორგი ვაშაძის გვერდით - ეს იყო მთელი შინაარსი, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, „მარცხისთვის განწირული „ქართული ოცნება“, იმდენად სუსტია, რომ ჰგონია, პოლიტიკური ანგარიშსწორებებით რამეს მიაღწევს“.

„გუშინ გამოგვიცხადეს, რომ პაატა მანჯგალაძის მრჩეველი, ლაშა დიაროვი და ჩვენი მრჩეველი გიორგი ხაბურზანია პარლამენტიდან გაათავისუფლეს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლა საქართველოს პარლამენტმა. ამ ტიპის პრეცედენტი მსოფლიოში არაა. ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. გიორგი ხაბურზანიამ ერთი სასამართლო პროცესი უკვე მოიგო - მერიიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით და სასამართლომ პოლიტიკური დისკრიმინაცია დაადგინა. რაც შეეხება ლაშა დიაროვს, მისი მამა ერთი წლის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან და ახლა საგარეჯოში ედავებიან, რომ 70 წლის წინ აშენებული ღობე, თურმე უკანონო ყოფილა. ამ დონეზე დაეცა „ქართული ოცნება“ და ეს მათი სისუსტის გამოვლენაა.

1 წელიწადში საქართველოში „რუსული რეჟიმი“ შეიცვლება და ისტორიას ჩავაბარებთ ამ ტიპის პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს. მინდა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს ვუთხრა - ამით ჩვენს ბრძოლას ვერ გააჩერებთ. ისეთ პატრიოტ ადამიანებს, როგორებიც არიან ლაშა დიაროვი, გიორგი ხაბურზანია და სხვა ბევრი თანამშრომელი, თქვენი იაფფასიანი ანგარიშსწორება ვერაფერს უზამს. ბრძოლას გავაგრძელებთ და თქვენს დემონტაჟს მოვახდენთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო