სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრა გამართა.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, განხორციელებულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებს.

„განიხილეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა უწყების მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება