რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელ - „ჰამასის“ ომის შემდეგ ღაზა დამოუკიდებელი, სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს

ისრაელ - „ჰამასის“ ომის შემდეგ ღაზა დამოუკიდებელი, სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონში მშვიდობის მომტან ფორმულას და არა ისეთ ოპერაციას, რომელიც პალესტინელებს ისტორიიდან ეტაპობრივად შლის.

გლობალური სისტემის მიმართ ნდობა გაქრება, თუ ისრაელის შეჩერება არ მოხდება და იგი ომის დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო პასუხს არ აგებს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი ნოემბრის ბოლოს თურქეთს ეწვევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება