კახეთში ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი - „ჭაჭა 2023" იმართება

კახეთში, მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი - „ჭაჭა 2023" იმართება.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს რეგიონის რვავე მუნციპალიტეტის მონაწილეობით თელავში იმართება.

„ჭაჭა" ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან. ფესტივალი მუსიკალურ - თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტი"-ს მიერ გაიმართა საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია.

ერეკლე II-ის მოედანზე, კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილია შემდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები, მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა, სადაც ძირითად პროდუქტს ჭაჭა წარმოადგენს.

16:00 საათზე, გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოება 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის. (ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით; შესაბამისი მოწმობებით ფერმერებითვის, გლეხებისთვის და კომპანიებისთვის).

გამოვლინდება 2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტი, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცემა ფულადი ჯილდო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.

ფესტივალი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის" მიერ წარმოდგენილი სპექტაკლით „გაყრა" და „შეყრა" დასრულდება.

ფესტივალის ორგანიზატორები: საქართველოს კულტურის პალატა; ტურიზმის განვითარების ასოციაცია; კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი"; საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება