მარიამ ქვრივიშვილი - წინანდალში გამართული ღვინის სიმპოზიუმი არის შესაძლებლობა,  ჩვენი ქვეყანა, როგორც ღვინის სამშობლო, ღირსეულად წარმოვადგინოთ  მსოფლიოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს უწყობენ მსოფლიოს ქვეყნებში. აღნიშნულის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა წინანდალში გამართულ ღვინის სიმპოზიუმზე ისაუბრა, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

შვეიცარიული ასოციაციის, Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი. წინანდლის მამულში პირველად ჩატარდა. 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d'Este-ში.

„დღევანდელი პროექტი არის წარმატებული კერძო-საჯარო თანამშრომლობის ნათელი მაგალითი, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით. ეს არის, უპირველესად, ქართული ღვინის პოპულარიზაცია და აღნიშნული ღონისძიება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაპოზიციონეროთ საერთაშორისო, მაღალი კონკურენციის მქონე ღვინის ინდუსტრიაში, ამავდროულად, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვადგინოთ, როგორც ღვინის სამშობლო, ღვინისა და გასტრონომიის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე შეფასებით, ასეთი ღონისძიებები ქართველი მეღვინეებისთვის უფრო დიდი ასპარეზის გახსნის შესაძლებლობას ქმნის.

„სიმპოზიუმის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და საქართველოში ჩამოვიყვანეთ 15-მდე წამყვანი ჟურნალისტი, ბლოგერი, რომლებიც საქართველოს ტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიული პოტენციალის შესახებ არაერთ მნიშვნელოვან სტატიას თუ სიუჟეტს მოამზადებენ, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას დაეხმარება.

დარწმუნებული ვარ, წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტ ასეთ მაღალი დონის ღონისძიებას უმასპინძლოს მომავალში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის