იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში ადგილობრივებს პროექტი „პარალეგალები“  წარუდგინა

30 ოქტომბერს, USAID - ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში ადგილობრივებს პროექტი "პარალეგალები" წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით სიმონიამ შეკრებილ საზოგადოებას მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე და საკანონმდებლო ვალდებულებებზე, რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას მოიცავს და რომლის ფარგლებშიც პროექტ "პარალეგალების" განხორციელება აჭარის რეგიონიდან დაიწყო.

„ბათუმელი "პარალეგალები", ძირითადად, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მათი გადამზადება და მათი პირველი ვიზიტი აჭარის რეგიონის მიღმა, ასევე USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. პარალეგალებმა პრეზენტაციები წარადგინეს მემკვიდრეობის, შრომითი და შშმ პირთა უფლებების სამართლებრივი საკითხების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი მესტიის მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!