ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ჩვენი პარტნიორების არც ერთი ლიდერი არ ახდენს ჩვენზე ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ

ჩემზე არავინ არ ახდენს ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან არ იცის მსგავს ინფორმაციას ვინ ავრცელებს.

"როგორც ადამიანი, რომელიც გარკვეულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას ატარებს, ძალიან გულწრფელად გიპასუხებთ.

ყველამ იცის, რომ ჩემი დამოკიდებულება უკრაინული საზოგადოების დამოკიდებულებას ემთხვევა და, შესაბამისად, დღეს ჩემზე ზეწოლას არავინ არ ახდენს… დღეისთვის, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ჩვენი პარტნიორების არც ერთი ლიდერი არ ახდენს ჩვენზე ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ და რამე დავუთმოთ. ასეთი რამ არ მოხდება,” - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება