პალესტინური მედია - ისრაელმა ღაზაში ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში ლტოლვილთა ბანაკს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 51 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA იუწყება.

WAFA-ს ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორში მდებარე „მაღაზის“ ლტოლვილთა ბანაკი შაბათს ღამით დაბომბა.

ღაზას „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, აშრაფ ალ-ქიდრამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და ათობით მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის ძალებს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ისრაელი გამუდმებით ირწმუნება, რომ მათ სამიზნეს არა მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ „ჰამასი“ წარმოადგენს და რომ ბოევიკების დაჯგუფება მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

ღაზას ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა შაბათს განაცხადეს, რომ ისრაელთან ომში 9 488-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება