ჰამბურგის აეროპორტი, სადაც შეიარაღებული მამაკაცი იმყოფება, კვლავ დახურულია

ჰამბურგის აეროპორტში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ მამაკაცს მძევლად 4 წლის გოგონა ჰყავს აყვანილი, სამართალდამცავები შესაბამის ოპერაციას ახორციელებენ, რის გამოც, ავიარეისები გაუქმდა, - ინფორმაცია აეროპორტის ვებგვერდზეა განთავსებული.

„გუშინ, საღამოს 8:24 საათიდან ჰამბურგის აეროპორტში, პოლიციის ოპერაციის გამო, ფრენების შეჩერება გახდა საჭირო. პოლიციის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ფრენები გაურკვეველი ვადით შეჩერდება. ამ შეფერხების შედეგად დღეს მთელი დღის განმავლობაში ავიარეისების არაერთი გაუქმება და შეფერხება იქნება, დილით, პირველი რეისები უკვე გაუქმდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, შეამოწმონ თავიანთი ავიარეისის სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ თავიანთ ავიაკომპანიას ან ტუროპერატორს.

„პოლიცია ითხოვს, რომ მგზავრები, ამ დროისთვის, აეროპორტში არ მივიდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამბურგის აეროპორტში, შეიარაღებულ მამაკაცს 4 წლის გოგონა მძევლად ჰყავდა აყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მამაკაცის შვილია და საქმე მასა და ბავშვის დედას შორის მეურვეობასთან დაკავშირებულ დავას ეხება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება