ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მინისტრის განცხადება რეალობას მოწყვეტილია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორის წინააღმდეგ ბირთვული ბომბის გამოყენება შესაძლებელია.

"ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები მოწყვეტილია რეალობას. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ზიანის მიყენება უდანაშაულო ადამიანებისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას გამარჯვებამდე“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

მემკვიდრეობის მინისტრის განცხადება ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის უნდა გადადგეს.

"რადიკალების არსებობა მთავრობაში საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და ომის მიზნებს, რომელიც „ჰამასის“ დამარცხებას და ყველა მძევლის დაბრუნებას ითვალისწინებს. ნეთანიაჰუმ ამიჩაი ელიაჰუ თანამდებობიდან დღეს დილითვე უნდა გაათავისუფლოს“, - განაცხადა იაირ ლაპიდმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება