მინისტრის მოადგილე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ლოჯისტიკის ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მან ლოჯისტიკის სარდლისგან უზრუნველყოფის ბატალიონის ახალი შტაბის შენობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„ბაზის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა.

ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. მიმდინარე წელს 20 ახალი ობიექტი აშენდა და 50 ობიექტი გარემონტდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება