გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ,,ტვ მონიტორინგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობა მოხდა. მათივე ცნობით, ბენეფიციარები დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ასევე, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება