სვიატოსლავ ვაკარჩუკმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯონი ოდიშვილის საფლავს პატივი მიაგო

სვიატოსლავ ვაკარჩუკმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯონი ოდიშვილის საფლავს პატივი მიაგო - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით ხაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაჯიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის საამაყო და ემოციურია სვიატოსლავ ვაკარჩუკის თხოვნა, პატივი მიეგოთ იმ გმირებისთვის, რომლებმაც უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის თავი გაწირეს.

„ძალიან საამაყო და ამავდროულად ემოციურია, როდესაც ჩვენმა მეგობარმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მთხოვა, პატივი მიგვეგო ჩვენი გმირი ბიჭებისთვის, ვინც უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის თავი გაწირა. ასე აღმოვჩნდით სოფელ ტყვიავში, სადაც, გმირი - ჯონი ოდიშვილია დაკრძალული. ემოციური იყო ჯონის მშობლების ნახვა.

ჩვენ, ყველას გვეამაყება ჩვენი გმირი ბიჭები და გოგოები, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის. დიდება გმირებს“, - წერს დავით ხაჯიშვილი სოციალურ ქსელში.

ამ თემასთან დაკავშირებით, სვიატოსლავ ვაკარჩუკმაც გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნა, რომ ჯონი ოდიშვილის მამის თქმით, გმირის საფლავზე ორი, საქართველოს და უკრაინის დროშა იქნება.

"როცა ჯონის საფლავთან ვიდექი, სულში სევდას ვგრძნობდი... მაგრამ ასევე ვგრძნობდი ყველა უკრაინელის სიამაყესა და მადლიერებას, რომელიც პირადად გადავეცი მის მშობლებს. მისმა მამამ თქვა, რომ ჯონის საფლავზე ორი ქვეყნის დროშა იქნება: საქართველოსა და უკრაინის", - წერს სვიატოსლავ ვაკარჩუკი სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება