მოლდოვაში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს

მოლდოვაში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პირველი ადგილობრივი არჩევნებია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში, ორი წლის წინ პროევროპული მთავრობა ჩამოყალიბდა და რაც კიშინიოვმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ანალიტიკოსები მიმდინარე საარჩევნო კამპანიას საპრეზიდენტო კამპანიის ფაქტობრივ დასაწყისს უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები ერთ წელიწადში გაიმართება.

მთელ წინასაარჩევნო პერიოდს თან ახლდა მოლდოვაში რუსეთის გავლენის მიმართ ხელისუფლების მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობა. ზოგიერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ ეს გავლენა რეგიონებში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე აღმოფხვრილი. მათი თქმით, ადგილობრივი არჩევნების შედეგები ირიბად აჩვენებს მოქალაქეთა გეოპოლიტიკურ არჩევანს - ევროკავშირის ან რუსეთის სასარგებლოდ და ასევე გახდება შესაძლებელი იმის შეფასება, თუ როგორ უმკლავდება ხელისუფლება კორუფციას.

არჩევნებში 898 ქალაქისა და დაბის მერებს და ადგილობრივი საკრებულოების 11 000 დეპუტატს აირჩევენ. კიშინიოვში მერის თანამდებობაზე 28 კანდიდატი იბრძვის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება