აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა და მაჰმუდ აბასმა დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღდგენის საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პალესტინის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ერთგულია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისა და პირველადი საჭიროების სერვისების განახლების მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, ბლინკენმა და აბასმა დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღდგენის მცდელობები განიხილეს, მათ შორის "პალესტინელების წინააღმდეგ ექსტრემისტული ძალადობის შეჩერების და დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობა“.

მეთიუ მილერის განცხადებით, ბლინკენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის ღირსების და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანაბარი ზომების განხორციელების მიმართ ერთგული რჩება.

ბლინკენმა ასევე გამოხატა აშშ-ის ვალდებულება იმუშაოს „პალესტინის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზების მიზნით“.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება