ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრს, ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, მთავრობის სხდომებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრს, ამიჩაი ელიაჰუს მთავრობის სხდომებში მონაწილეობის უფლებამოსილება შეუჩერა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამიჩაი ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამას“ შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა ღაზას სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენება, უპასუხა, რომ ღაზაზე ბირთვული ბომბის ჩამოგდება კრიზისთან გამკლავების „ერთი გზაა“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრის განცხადება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის რეალობას მოწყვეტილია.

"ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები მოწყვეტილია რეალობას. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ზიანის მიყენება უდანაშაულო ადამიანებისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას გამარჯვებამდე“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!