ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებული მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა

შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ჰამბურგის აეროპორტში იმყოფებოდა, პოლიციას ჩაბარდა.

როგორც მედია წერს, ბავშვი, რომელიც მას მძევლად ჰყავდა, როგორც ჩანს, უსაფრთხოდაა.

ჰამბურგის აეროპორტში, სადაც, შეიარაღებულ მამაკაცს მძევლად 4 წლის გოგონა ჰყავდა აყვანილი, რეისები შეჩერებული იყო.

ცნობისათვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამბურგის აეროპორტში, შეიარაღებულ მამაკაცს 4 წლის გოგონა მძევლად ჰყავდა აყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მამაკაცის შვილია და საქმე მასა და ბავშვის დედას შორის მეურვეობასთან დაკავშირებულ დავას ეხება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!