"ჯივიპი" წერეთლის გამზირზე ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს

7 ნოემბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ­

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები,64 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება და 16 სახანძრო ჰიდრანტი ეწყობა.

მიმდინარე სამუშოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ერთდროულად 12 მონაკვეთზე შეასრულებენ. პარალელურად ახალ ქსელზე 30 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 6 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელისწყლისგან დაცლა, რის გამოც 7 ნოემბერს, დილის 06:00 საათიდან 8 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში - წერეთლის გამზირის N1-91, აღმაშენებლის გამზირის N199, ევდოშვილის ქუჩა N1-27; N2-20 ბაგრატიონის ქუჩა N50-82; N31-75, აგლაძის ქუჩა N 1,3,5, ფოთის ქუჩა N2-14 , N1-21, ბათუმის ქუჩა N1-23; N2-30, ბათუმის შესახვევს, წინამძღვრიშვილი ქუჩა N176-200, თევდორე მღვდლის ქუჩა N14-48; N13-55; თევდორემღვდლის 1-ელ და მე-2 ჩიხებს, ქუთაისის ქუჩა N18, ყიფიანის ქუჩა N 23, 24ა, 24ბ, მაიაკოვსკის, სტანისლავკის, ბაქრაძის, ვანის, კედიას, გორის, ვორონინის, ფიფიების, ცაბაძის, ლებანიძის, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდისმომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოებისმიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულადაღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალსცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ" ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო