იორდანიამ ღაზაში სამედიცინო დახმარება თვითმფრინავიდან ჩაუშვა

იორდანიის საჰაერო ძალებმა ღაზაში სამედიცინო დახმარება ჩაუშვა, - ამის შესახებ იორდანიის მეფე აბდულა მეორე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სამედიცინო საშუალებები და მედიკამენტები ღაზაში მდებარე იორდანიის საველე ჰოსპიტლისთვის პარაშუტით ჩაყარეს.

„ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ ღაზას ომში დაშავებულ ჩვენს ძმებსა და დებს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ჩვენი პალესტინელი ძმების გვერდით“, - აცხადებს მეფე აბდულა. ახალი ამბების პორტალი Walla იუწყება, რომ იორდანიის მიერ ღაზასთვის სამედიცინო დახმარების მიწოდება ისრაელთან შეთანხმებული იყო.

ცნობისათვის, ისრაელი რაფაჰის გადასასვლელის გავლით ღაზის სექტორში შემავალ დახმარებას ამოწმებს იმის შიშით, რომ „ჰამასის“ ხელში იარაღი ან თავდაცვითი აღჭურვილობა არ აღმოჩნდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება