ბექა ლილუაშვილი - სუს-ის ჩანერგილებს თავის გახსენებები აქვთ - ნატალია ძიძიგურს ახლა გაახსენდა, რომ ვიღაც რაღაცას აიძულებდა, როცა დაკრა ფეხი და მმართველი პარტიის ჯიბეში გადაბარგდა, მაშინ არაფერი ახსოვდა

სუს-ის ჩანერგილებს თავის გახსენებები აქვთ - ნატალია ძიძიგურს ახლა გაახსენდა, რომ ვიღაც რაღაცას აიძულებდა, როცა დაკრა ფეხი და გადაბარგდა მმართველი პარტიის ჯიბეში, მაშინ არაფერი ახსოვდა,- ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ჟურნალისტებთან ყოფილი თანაპარტიელის, ნატალია ძიძიგურის ბრალდებებს.

ლილუაშვილი ბრალდებებს სუს- ის ხელწერად აფასებს და აცხადებს, რომ „ზოგიერთი უღირსი ადამიანი“ „ფოჩიანი კანფეტების“ მეთოდს თანხმდება.

„როგორც ჩანს, თავის დროზე, სუს -ის ჩანერგილებს ამ პარტიაში, ახლა თავის გახსენებები აქვთ. მოახლოებული არჩევნების დროს გაახსენდა ნატალია ძიძიგურს, რომ ვიღაც რაღაცას აიძულებდა და როცა დაკრა ფეხი და გადაბარგდა მოსყიდვების და სარგებლის მიღების შემდეგ მმართველი პარტიის ჯიბეში, მაშინ არაფერი ახსოვდა. ეს არის ის მეთოდები, რომელსაც "ოცნება" იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს არის შანტაჟი, მოსყიდვა, ეს არის ფოჩიანი კანფეტების მეთოდი, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი უღირსი ადამიანი თანხმდება.

როცა ადამიანი გამოდის თავის პარტიიდან წასვლის შემდეგ, წლების მერე და რაღაც სისულელეებს ჰყვება, ეს არის პირდაპირ სუს- ის ხელწერა. კონკრეტულად ნატალიას შეიძლება ეს არ მიემართებოდეს, მაგრამ მეთოდიკა არის სუს- ის. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ნატალია სწორედ ამ მეთოდოლოგიის გამტარებელია, თავის დროზეც ეს მეთოდოლოგია გაატარა, დღესაც ამ მეთოდოლოგიას ატარებს. ვინც ამ მეთოდებს ექვემდებარება, ნიშნავს, რომ თავიდანვე მოწყვლადი იყო. მე არ ვიცი ახლა, სახელშეკრულებო ურთიერთობა რა თანხაზე აქვს გაფორმებული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ბათუმის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი ნატალია ძიძიგური, ყოფილ თანაპარტიელებს ბერდია სიჭინავას და შალვა კერესელიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამასთან როგორც ძიძიგური აცხადებს, „ამხელა ზეწოლა გიორგი გახარიას გარეშე არ ხდება“.

„რამდენიმე დღის წინ გახარიას პარტიიდან გამრიცხეს იმის გამო, რომ არ შევუერთდი „ნაციონალურ მოძრაობას“, არ ჩავშალე სხდომა და არ გავაღრმავე ის მიდგომები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს: კრიზისი, არეულობა და დაძაბულობა საქართველოში.

ბათუმი და ბათუმის საკრებულო არ იმსახურებს დაძაბულობას და კრიზისს. ბოლო ერთი წელია ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, შანტაჟი, იძულება, რომ ფრაქცია შემექმნა,"- განაცხადა ძიძიგურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება