ბექა დავითულიანი - სააკაშვილი თანაგუნდელებს აღარ ენდობა - რაღაც მომენტში გონება გაუბრწყინდა და მიხვდა, რომ არავითარი რესურსი ამ ხალხს არ აქვს, მეორე დღეს ისევ დაუბნელდა და თქვა, რომ ისევ მელიას ენდობა და დიდ ძალად მიიჩნევს

სააკაშვილი თანაგუნდელებს აღარ ენდობა - რაღაც მომენტში გონება გაუბრწყინდა და მიხვდა, რომ არავითარი რესურსი ამ ხალხს არ აქვს, მეორე დღეს ისევ დაუბნელდა და თქვა, რომ ისევ მელიას ენდობა და დიდ ძალად მიიჩნევს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

დავითულიანის განცხადებით, სააკაშვილი ხვდება, რომ თუ თანაგუნდელები გაანაწყენა, მასზე აღარავინ ისაუბრებს, ამიტომ ამბობს „ერთ დღეს ერთს და მეორე დღეს მეორეს”.

„ბუნების კანონია, რომ ყოველგვარი აგრესია, საბოლოო ჯამში, თვითდესტრუქციას იწყებს. 12 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის რანგში ისეა გამწარებული ყველაფერზე, ყოველი მისი ნაბიჯი არის თვითდესტრუქცია, ეს გამოიხატება იმაშიც, რომ მარტივ მამრავლებად დაიშალნენ და ვერ ჩამოყალიბებულან რა უნდათ, იმაშიც, რომ მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი ერთ დღეს გამოდის და ამბობს, რომ ყველა უნდა გაწიოს და გზა დაუთმონ უცნობ სახეებს, მეორე დღეს გამოდის და თავისივე ნათქვამს უარყოფს და ამბობს, რომ ნიკა მელიასი სწამს. ეს ადამიანი არც ერთ თავის თანაგუნდელს აღარ ენდობა და მეორე მხრივ, ხვდება, რომ არც ერთ მათგანს აღარ გაახსენდება, თუ ესენიც გაანაწყენა და ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, ასე გააგრძელოს, კარგია. ეს (სააკაშვილის განცხადებები) ნიშნავს ორ რამეს. ერთი, რომ ამ ადამიანებს არ ენდობა, მეორე - სადღაც რაღაც მომენტში გონება გაუბრწყინდა და მიხვდა, რომ არავითარი რესურსი ამ ხალხს არ აქვს, მაგრამ მეორე დღეს ისევ დაუბნელდა და თქვა, რომ ისევ მელიას ენდობა და დიდ ძალად მიიჩნევს,“- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისათვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა და განაცხადა, რომ „თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა. სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“.

მოგვიანებით, მან საკუთარი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე საუბრობდა, ხოლო ნიკა მელიაზე მაღალი წარმოდგენისაა.

„იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა,“- განაცხადა სააკაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო