„თიბისის“ კიბერუსაფრთხოების გუნდმა SANS CEE Cyber Tournament 2023-ზე იასპარეზა

SANS CEE კიბერუსაფრთხოების შესახებ ტურნირში, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველოს სახელით შეჯიბრზე „თიბისის“ კიბერუსაფრთხოების ტექ გუნდი გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თიბისის“ გუნდმა საქართველოდან მონაწილე გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, უშუალოდ შეჯიბრზე კი - მე-15. „თიბისი“ ჯგუფი შეჯიბრზე გუჯა მარკოზაშვილმა, გიორგი ბარბაქაძემ და ალექს ქისტაურმა წარადგინეს.

„კონკურსის ფორმატი რთული ამოცანების სერიას მოიცავდა - სიმულაციაში კიბერუსაფრთხოების რეალური სცენარები იყო განხილული. ეს ამოცანები მოიცავდა შეღწევადობის ტესტირების სხვადასხვა ასპექტს - Exploit development, Reverse engineering, web app penetration testing და სხვა“, - განაცხადა ალექ ქისტაურმა.

„2-ეტაპიანი ტურნირის პირველ ეტაპზე დაახლოებით 800 ადამიანი მონაწილეობდა, მეორე, ფინალურ ეტაპზე მათგან 250 გადავიდა.

„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს თანამშრომლების პროფესიული განვითარებასა და საერთაშორისო, ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვას ყოველდღიურობის გამარტივებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება