„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება „ტურისტერი“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკისთვის“ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი მრავალი წელია აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს ამ სექტორის გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, 10 და 11 ნოემბერს, „რადისონ ბლუ ბათუმში“, ტურიზმის ფეტივალი „ტურისტერი“ გაიმართება. ტურისტერი B2B და B2C ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა: ციფრული ტექნოლოგიები, ქცევის ცვლილება და მარკეტინგი, ასევე მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში. ფესტივალს სპიკერის რანგში დაესწრებიან ისეთ კომპანიის წარმომადგენლები, როგორიცაა: TripAdvisor-ის, Expedia-ს, Google Cloud-ის, Bolt-ისა და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობენ ბიზნესებს წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი, გააზიარონ და მოისმინონ საერთაშორისო კომპანიების გამოცდილება და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.

„საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია საქართველოში ტურიზმის სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. მოხარულები ვართ, რომ ახლა უკვე ტურიზმის ფესტივალის პარტნიორები ვართ, რომელიც ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება ბათუმში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობენ ბიზნესებს წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს, გააზიარონ და მოისმინონ საერთაშორისო კომპანიების გამოცდილება და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, რაც ქართული ბიზნესის გაძლიერებას და მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

მათივე ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ბიზნესმომხმარებლები ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება