სასამართლო კლინიკიდან 3 მსჯავრდებულის ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე, პატიმრებისთვის სასჯელის განსაზღვრაზე დღეს იმსჯელებს

სასამართლო “ავერსის" კლინიკიდან 3 მსჯავრდებულის ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე, პატიმრებისთვის სასჯელის განსაზღვრაზე დღეს იმსჯელებს.

მსჯავრდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გადმოჰყავთ.

სამივე მსჯავრდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის წარედგინა, რაც გადაყვანის ადგილიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს.

დღესვე, სასამართლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პატიმრის ძმის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ადვოკატი, კობა ტაბაღუა აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე კანონით მინიჭებული დუმილის უფლებას იყენებს. უფლებადამცველი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

„ზუსტად ეს არის დავის საგანი, ჩემმა კლიენტმა იცოდა, თუ არ იცოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე," - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ასევე, 3 პირი: საბადრაგო ჯგუფის უფროსი, ბადრაგი და ერთ-ერთი პატიმრის ძმა. საბადრაგო ჯგუფის უფროსს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება