კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ტოპ სპიკერები ეწვევიან

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციასთან დაკავშირებით, 16-18 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გლობალური კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის პროფესორი, კონკურენციის სამართლის ცენტრის დირექტორი - უილიამ ე. კოვაჩიჩი; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, UNCTAD - ტერესა მორეირა და OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი - ორი შვარცი.

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება - 20-მდე ქვეყნის დელეგაციის მიღება და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირის სტუმრობა. სამ დღიანი კონფერენციის ფარგლებში 9 თემატური სესია გაიმართება, სადაც 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დარგის ექსპერტი, ერთობლივ ფორმატში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელებს. ღონისძიებაზე მოწვეულია 300-მდე სტუმარი, მათ შორის - სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

სამ დღიანი ღონისძიება - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.

ყოველწლიური კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://ccc.gov.ge/speakers

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება