გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის თავზე ასრულდა ბიბლიური სიტყვები, „არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს“ - მეორედ მოსვლის მსგავსად ეშინიათ 8 ნოემბრის დასკვნის

ოპოზიციის თავზე ასრულდა ბიბლიური სიტყვები, „არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს“ - გაცხადდა, რომ ისინი იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ 8 ნოემბრის დასკვნამდეც ვერ მოითმინა, ნიღაბი ჩამოიხსნა და პირდაპირ თქვა, რომ “საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მაინც უნდა მისცენ”.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ 8 ნოემბრამდეც ვერ მოითმინა, ნიღაბი ჩამოიხსნა და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რადგან იცის, რომ, დიდი ალბათობით, მოგვცემენ, ამის გამო ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის სტატუსი, მაგრამ მიეცით. ეს არის პირდაპირი შტურმი ევროინტეგრაციაზე.

ეს ხალხი - გვარამიათი დაწყებული სამადაშვილით დამთავრებული, ცალ-ცალკე და ერთდროულად, ჩადიან ბრიუსელში და ამბობენ, რომ საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსისთვის პირობები შესრულებული და რატომ აძლევთო. მაგრამ რადგან იციან, რომ ალბათობა დიდია, ამიტომ ამბობენ, მაინც მოგვეცით სტატუსიო.

ამ დონეზეა შტურმი, შეტევა საქართველოს ევროინტეგრაციაზე და ამ დროს ამბობენ, თითქოს ხელისუფლებას არ უნდოდა კანდიდატის სტატუსი.

ეს რატომ ხდება - ოპოზიციის თავზე ასრულდა ბიბლიური სიტყვები - “არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს”. გაცხადდა, რომ ისინი იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ და ახლა, როდესაც ამას მიხვდნენ, ბრიუსელს ეხვეწებიან, როგორმე კანდიდატის სტატუსი დაამძიმონ და ისე მისცენ საქართველოს, რადგან იციან, რომ აღმოჩნდებიან პოლიტიკურ ჯოჯოხეთში. ამიტომაც ეშინიათ მეორედ მოსვლის მსგავსად 8 ნოემბრის დასკვნის. ეს არის რეალობა, რაც ოპოზიციაში ხდება”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერებს საკუთარი გეგმა კანდიდატის სტატუსზე უარზე ჰქონდა აწყობილი, ეს გეგმა ჩაუვარდათ და ახლა ებღაუჭებიან იმას, რომ როგორმე დაამძიმონ ეს საკითხი.

“ოპოზიციამ აღიარა თავისი დანაშაული და ახლა ბრიუსელს ეხვეწება, რამენაირად, სადმე მაინც გაგვითვალისწინეთ, როდესაც სტატუსს მისცემთ საქართველოს, რადგან დღის წესრიგში უკვე არაფერი გვექნება. “არა რუსულ კანდიდატის სტატუსს” - ეს დევიზი აქვს ოპოზიციას.

მათთვის მთავარი საფრთხე, რასაც ხედავენ, ისაა, რომ კანდიდატის სტატუსზე უარზე ჰქონდათ გეგმა აწყობილი, ეს გეგმა ჩაუვარდათ და ახლა ებღაუჭებიან რომ როგორმე დაამძიმონ ეს საკითხი”, -განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, კითხვას, ოპოზიციონერების განცხადებებზე, რომ კანდიდატის სტატუსის მოცემის შემდეგ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მხოლოდ დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში დაიწყება, მაჭარაშვილი ასე პასუხობს: “ბავშვი ჯერ არ დაბადებულ და სახელს არქმევდნენო. ჯერ სტატუსი მოგვცემ და მერე დავიწყოთ საუბარი, გაწევრიანების შესახებ რა პირობები ექნება ბრიუსელს”.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო