საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ ანზორ აბრალავას დაბადებიდან 65 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, 65 წლის იუბილეს და სამეცნიერო მოღვაწეობის 20 წლისთავს ულოცავს მეცნიერ-ეკონომისტს, ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ანზორ აბრალავას. რექტორის მიმართვას სტუ ავრცელებს.

„ბატონო ანზორ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 65 წლის იუბილეს და სამეცნიერო მოღვაწეობის 20-ე წლისთავს. თქვენ მრავალი წელია ზრდით პროფესიონალ კადრებს დარგისთვის, რომელიც წამყვანია ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის მიმართულებით. წარმატებული საქმიანობის დასტურია ის ფაქტი, რომ თქვენს მიერ აღზრდილი თაობები მრავალი წელია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ანზორ, წარმატებებს გისურვებთ!“, - აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.

ინფორმაციისთვის: ანზორ აბრალავა - ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, არის 10-მდე სახელმძღვანელოს ავტორი. 1999-2004 წლებში იყო მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება