„ენერგო-პრო ჯორჯიას“ არაოფიციალური განათლების მქონე ელექტრიკოსები, სახელმწიფოს მხრიდან განათლების აღიარებას იღებენ

ბათუმში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 10 ელექტრიკოსს, რომელსაც მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა, არ აქვს დამთავრებული პროფესიული ან უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის მიმართულების ფაკულტეტი, 2024 წლის იანვარიდან სახელმწიფოსგან კვალიფიკაციის დიპლომი ან სერთიფიკატი გადაეცემა.

აღიარების პროცესი 3 თვეს გრძელდება და 4 ეტაპს მოიცავს. კომისია იკვლებს მათ ცოდნას პროფესიული უნარების შესახებ. საკითხის შესწავლის შემდეგ, კი იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერთიფიკატის/ დიპლომის გადაცემის შესახებ.

კოლეჯ ,,ბლექსის“ და აჭარის დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით, გასულ წელს, ბათუმში, კომპანიის ათ თანამშრომელს უკვე გადაეცა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა, პროცესი კვლავ გრძელდება. აღნიშნულ საკითხზე ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტრაპაიძე საუბრობს.

- რას ნიშნავს არაფორმალური განათლება?

- ის სწავლის სისტემის ნაწილია, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას.

კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილს არ აქვთ შესაბამისი მიმართულებით, პროფესიული ან უმაღლესი განათლება, თუმცა მათ აქვთ წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად მიღებული ცოდნა. გარდა ამისა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მათ გავლილი აქვთ ყველა ის ტრეინინგი თუ სწავლება, რომელიც აუცილებელია საველე თუ სხვა პრაქტიკული სამუშაობისთვის, მაგრამ ოფიციალურად მათ არ გააჩნიათ ცოდნის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი. სწორედ ასეთი გზით მიღებული განათლების აღიარებაა არაფორმარული განათლების ერთ-ერთი კრიტერიუმი.

- რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრიკოსთა განათლების ოფიციალურად აღიარება?

- ქვეყანაში ისედაც გვაქვს ენერგეტიკის მიმართულების სპეციალუსტების დეფიციტი. ეს პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება. „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბევრ ეფექტურ ღონისძიებას აკეთებს იმისთვის, რომ მოვიძიოთ, აღმოვაჩინოთ ენერგეტიკოსები. დავდივართ შეიძლება ითქვას, კარდაკარ სკოლებში, პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებში. წარჩინებულ სტუდენტებს ვუნიშნავთ სტიპენდიებს ან ვთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას. ახალგაზრდებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აურჩევია პროფესია, ვაცნობთ ენერგეტიკის დარგს. ვუჩენთ მოტივაციას, რომ გახდნენ ენერგეტიკოსები.

პერიოდულად ვაწარმოებთ კამპანიას „აირჩიე სინათლე“. პირდაპირ ვეუბნებით მათ, რომ აირჩიონ ენერგეტიკის მიმართულების პროფესია, ისწავლონ წარმატებით და მათ კარიერაზე „ენერგო-პრო ჯორჯია იზრუნებს.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ გარდა ახალი კადრებისა, შევინარჩუნოთ არსებული კადრები, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ბევრს მუშაობს თავად კომპანიაც.

- „ენერგო-პრო ჯორჯია“ როგორ არის ჩართული ამ პროცესში?

- აქტიურად ვთანამშრომლობთ კოლეჯ „ბლექსისთან’’. დიდი მადლობა მათ, რადგან როგორც კი მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო დასაქმების სააგენტომ, გვაცნობეს. ჩვენი მხრიდან განხორციელდა თანამშრომელთა დროული რეგისტაცია.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ელექტრიკოსები, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ სახლმწიფოსგან სერთიფიკატი, არაპროფესიონალები არიან. მათ პროფესიულ განათლებაზე ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ზრუნავს და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან აღიარება, კიდევ უფრო დაჩქარდებს მათ წარმატებას და წინსვლას პროფესიაში.

- მხოლოდ „ბლექსის“ აქვს უფლება აღიარების პროცესში მონაწილეობის?

- კოლეჯი „ბლექსი“ ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც მიენიჭა არაფორმალური განათლების აღარების უფლება და ერთადერთი სადაც აღიარება მაძიებლისთვის ფასიანი არ არის. პროცესს აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო.

- სხვა რეგიონებსა და ქალაქებში რა ხდება ამ კუთხით?

- ვიმედოვნებთ, რომ სხვა რეგიონებშიც პროფესიული სასწავლებლებისთვის პრიორიტეტული იქნება ეს პროექტი და კომპანია რათქმაუნდა ჩაერთვება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პროფესიულ სასწავლებლებთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება