სასამართლო კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრისთვის სასჯელის განსაზღვრაზე მსჯელობს

სასამართლო „ავერსის" კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრისთვის სასჯელის განსაზღვრაზე მსჯელობს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სხდომას სამიდან ორი დაკავებული ესწრება.

სამივე მსჯავრდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის წარედგინა, რაც გადაყვანის ადგილიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ასევე, საბადრაგო ჯგუფის უფროსი, ბადრაგი და შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთ-ერთი პატიმრის ძმა. საბადრაგო ჯგუფის უფროსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს