ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის თავდაცვის მინისტრ მარიან შარეცს შეხვდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვენიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

"საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს სლოვენიის ურყევ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო წინ მიიწევს, რათა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი. პრემიერ-მინისტრმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს გააცნო ამ მხრივ მიღწეული პროგრესი, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა გააფართოოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვენიასთან შემდგომი თანამშრომლობა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს სლოვენიის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება