საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის დაიწყო ევროკავშირის პროექტის  ერთკვირიანი ტრენინგ კურსი თემაზე - ღია დაზვერვისა (OSINT) და ონლაინ გამოძიების შესავალი ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის დაიწყო ევროკავშირის პროექტის ერთკვირიანი ტრენინგ კურსი თემაზე - ღია დაზვერვისა (OSINT) და ონლაინ გამოძიების შესავალი ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის CyberEast-ის, „ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოსა“ (CEPOL) ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSCE) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იმართება ტრენინგ კურსი „ღია დაზვერვისა (OSINT) და ონლაინ გამოძიების შესავალი ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის“ (Open-Source Intelligence (OSINT) and Online Investigation for the investigators of the Ministry of Finance).

ტრენინგში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 25 გამომძიებელი იღებს მონაწილეობას.

ტრენინგი მიზნად ისახავს ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის პრაქტიკული უნარების გაღრმავებას, OSINT ინსტრუმენტების სწორ გამოყენებასა და არსებული მეთოდოლოგიის გაცნობას.

ტრენინგს წარუძღვებიან ევროკავშირის ექსპერტები, რომლებიც თეორიული მასალებითა და პრაქტიკული დავალებებით მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ღია დაზღვერვის მეთოდოლოგიაში. კურსი ხორციელდება ონლაინ ფორმატში, ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოს LEED პლატფორმის მეშვეობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება