ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ, არც სიურპრიზი გვაქვს და არც პრობლემა

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ - დეტალებზე ძალიან მოკლე დროში, უახლოეს ხანებში მექნება სიახლეები საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი ვადა, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული, ან კანონმდებლობით არის დადგენილი, არ დარღვეულა.

„დეტალებზე ძალიან მოკლე დროში, ალბათ, უახლოეს ხანებში მექნება სიახლეები საზოგადოებისთვის. იურიდიული პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის, სატენდერო პირობების ჩამოყალიბების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, შემდგომში ტენდერს ასევე პირობები სჭირდება, ვადა. ტენდერი სრულყოფილი კონკურენციის პირობებში უნდა ჩამოყალიბდეს. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საბოლოოდ გამოსავლენად და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა დრო. რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, აქაც არცერთი ვადა, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული, ან კანონმდებლობით არის დადგენილი, არ გადაგვიცილებია.

გეგმის მიხედვით მიმდინარეობს პროცესი, არც სიურპრიზი გვაქვს და არც პრობლემა. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ“,-აღნიშნა დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება