პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტში პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგონებისთვის ტრენინგების სერია დასრულდა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცნობით, პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ მიზანია, აამაღლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგონების ცნობიერება მათი ფუნდამენტური უფლებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ძალადობის ადრეული შემჩნევის ტექნიკებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ.

„შეხვედრების ფარგლებში გოგონებმა ტრენერების ჩართულობით თეორიულ საკითხებთან ერთად, პრაქტიკული სამუშაოებიც გაიარეს.

მოსწავლე გოგონებისთვის თემატური ტრენინგების სერია მთელი თვის მანძილზე კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების გაძლიერებას უკეთ გაუმკლავდნენ მიგრაციის, უმუშევრობის, განათლებაზე ხელმისაწვდომობის არქონისა და გენდერული ძალადობის გამოწვევებს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 6-თვიანი პროექტს „გოგონების გაძლიერება სოციო-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს