ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნამუშევრების მიღება გრძელდება

ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნამუშევრების მიღება გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„პრემია გაიცემა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

პრემია წესდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევრებზე, რომელთაც ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა ღირებულებათა გამო აღიარება მოიპოვეს ქართული და აფხაზური სახვითი ხელოვნების დარგში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (თბილისი, დ.უზნაძის ქ.68), მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად:

ა) საკონკურსო განაცხადი;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) პირადობის მოწმობის ასლი

პრემიის მოსაპოვებლად ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სასწავლო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული, საბოლოო სახით. კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი კომისია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ სატელეფონო ნომერზე: +995 577092127“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება