3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებული ბადრაგის ადვოკატის, განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს

3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებული ბადრაგის ადვოკატის, რევაზ იასაშვილის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

მისივე თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა, რადგან ეს ნაკლებად მძიმე დანაშაულია.

„ჩვენ ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დავეთანხმეთ და მოვითხოვეთ გირაოს გამოყენება, რადგან არის ნაკლებად მძიმე დანაშაული. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს ჩადენილ ქმედებას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ შეაფასა პროკურატურის მიერ დაყენებული საფრთხეები და მიიჩნია, რომ გამოძიების ამ ეტაპზე სჯობდა, რომ ბრალდებული ყოფილიყო პატიმრობაში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პროკურატურა აცხადებს, რომ ბადრაგმა შენიშნა, რომ მსჯავრდებულები მათი მოთავსების სივრცის კარის შიგნიდან გახსნას ცდილობდნენ, თუმცა მან ისე დატოვა სატრანსპორტო საშუალება, რომ კარი გასაღებით არ დაკეტა. პროკურორის თქმით, ამას აცხადებს თავად ბრალდებული და ეს ჩანს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის კადრებიც.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, პატიმრების გაქცევის მომენტში ბადრაგი „ავერსის“ კლინიკაში იყო შესული.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ჯამში კიდევ სამი პირი. საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული გაქცეული პატიმრის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს კი 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პენიტენციური დაწესებულების დატოვებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ შეძლებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება