საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, WTM London 2023 გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. გამოფენაზე თბილისის მერია, იმერეთის, სამეგრელოს, სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებია წარმოდგენილი.

„მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველო წარმოდგენილია საკმაოდ დიდი სტენდით. ლონდონის გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ კომპანიებთან და სასტუმროებთან ერთად მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფებიან თბილისის მერია, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები. გამოფენის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ იპოვონ პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

როგორც დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა, დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით.

„ძალიან დროული და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პრესტიჟულ გამოფენაში საქართველო საკმაოდ მასშტაბურად არის წარმოდგენილი. ძალიან კარგი შესაძლებლობაა წარმოვაჩინოთ საქართველო და დარწმუნებული ვარ ამ რამდენიმე დღეში ბევრი ბრიტანული კომპანია აღმოაჩენს საქართველოს უნიკალურ ტურისტულ პოტენციალს“,- განაცხადა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ.

ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საქართველოს სტენდთან საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, იხილონ ვიდეო რგოლები და ინფორმაცია შეიტყონ ტურისტული პროდუქტების შესახებ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები წამყვან კომპანიებთან, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ურთიერთობები დაამყარონ მომავალ პარტნიორებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების მიზნით.

WTM London 2023 გამოფენაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება