„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მ/გ-ის ქობულეთის განშტოებაზე გადალაგების სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბუნებრივი აირის მიწოდება ასევე შეიზღუდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 34.00 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე გაზსადენის გადალაგების სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 9 ნოემბერს 06:00დან 10 ნოემბრის 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აკეთის, ოზურგეთის, დვაბზუსა და ნასაკირალის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. ხოლო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ლაითურის, ურეკისა და ოჩხამურის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს, ასევე აჭარის რეგიონს.

ხსენებულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ოზურგეთი, გურიანთა, ციხისფერდი, შემოქმედი, კვირიკეთი, წითელმთა, გომი, ცხემლისხიდი, დვაბზუ, მაკვანეთი, გაღმა დვაბზუ, ბახვი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ვაკიჯვარი, მთისპირი, ახალსოფელი, ბაილეთი, ჭანიეთური, ნასაკირალი, მელექედური, ძიმითი, სილაური, ნაგომარი, დაბალი ეწერი, მზიანი, ასკანა, ლაითური, ნარუჯა, ლიხაური, ჭანიეთი, აჭი, მერია, ხვარბეთი, ნაღობილევი, გოგირეთი, თხინვალი, კონჭკათი, შეკვეთილი, ნატანები, კაპროვანი, ურეკი, ხრიალეთი, ოხონჯური, შრომა, მოცვნარი, ვაკე, ზემო ორმეთი, ორმეთი, ნატანები, ბაღდადი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეიზღუდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებშიც: აკეთი, გაგური, ჭანჭათი, აცანა, მამათი, გრიგოლეთი, წყალწმინდა, ღრმაღელე, ომფარეთი, სუფსა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება