გია ვოლსკი - სააკაშვილი ხედავს, რომ ძველ სახეებს ავტორიტეტი არ აქვს, არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი დავალებით, კბილებს აცლიდა საზოგადოების დიდ ნაწილს და ასეთი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვეს

სააკაშვილი ხედავს, რომ ძველ სახეებს ავტორიტეტი არ აქვს, სხვათაშორის, არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი დავალებით, კბილებს აცლიდა საზოგადოების დიდ ნაწილს და ასეთი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვეს, - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადებები "არაადეკვატურია". ამასთან, ვოლსკის თქმით, მას "არაფერი არ სჭირს" და ენერგიულად და მხნედ არის.

"დიდი ქაოსი - შეიძლება ერთი მოკლე სათაური ეწოდოს იმ ვითარებას, რაც "ნაცმოძრაობაშია" შექმნილი. ერთი მეორეს გამორიცხავს, რაც სააკაშვილს აქამდე უკეთებია, კერძოდ, რომ დემენცია ჰქონდა, გარდაცვალების პირას იყო და გვამური ლაქები შეემჩნეოდა, ამაზე იყო საუბარი მისი უშუალო გარემოცვიდან, ოჯახიდან და ადვოკატებიდან. ეს გარკვეული სტრატეგიული ამოცანისთვის სჭირდებოდა. დღეს ვითარება შეიცვალა და სააკაშვილს უნდა, რომ ყველა გაწიოს გვერდზე, არავინ თქვას, რომ თავადაა ავტორიტეტი და სააკაშვილი არ არის ერთადერთი და განუმეორებელი. არც არაფერი არ ჭირს, არც გვამური ლაქები აქვს, არც დემენცია და ენერგიულად და მხნედ არის. ძველი სახეები მისთვის ხან მისაღებია, ხან - მიუღებელი, რადგან მერე ფიქრობს, ვიღაცას ისე არ აწყენინოს, თავად არ აღმოჩნდეს ოფსაიდში. არეულობას და ქაოსს უმატებს თავის განცხადებებით იმ ვითარებას, რაც ისედაც მძიმეა (მის პარტიაში). არც იმას ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს სერიოზული დაფინანსება აქვს კეზერაშვილისგან, რომელიც რეალურად მმართველია დღეს მერაბიშვილთან ერთად "ნაცმოძრაობისა", ამ ვითარებაში მისი განცხადება არაადეკვატურია დღეს და ვერანაირ კომენტარს უფრო მეტს, ვიდრე გავაკეთე, ვერ გავაკეთებ.

რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, ის ხედავს, რომ ძველ სახეებს მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო, არ აქვს ავტორიტეტი საზოგადოებაში, არც ხაბეიშვილს, არც მელიას და არც უამრავ ხალხს, რომელიც ამ ცალკეული პიროვნებების გარშემოა შეკრებილი და არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი მითითებით კბილებს აცლიდა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს და შემდეგ არაფერი არ დაუბრუნეს უკან, ყოველ შემთხვევაში, ასეთი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვეს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის