გია ვოლსკი - არავითარ დათქმაზე არ არის ლაპარაკი - არავინ იფიქროს, რომ ევროკავშირს შეუძლია შემოგვთავაზოს კანდიდატის სტატუსი იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანა დაინგრეს ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით

არავითარ დათქმაზე ლაპარაკი არ არის, არავინ არც იფიქროს, რომ ევროკავშირს შეუძლია შემოგვთავაზოს კანდიდატის სტატუსი იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანა დაინგრეს ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით , - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, რიჩარდ იოზვიაკის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოს სტატუსი გარკვეული დათქმებით მიეცეს, მათ შორის, ის შეიძლება უკავშირდებოდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრას და საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწიოს სანქციებს მიერთება.

რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ შესაძლო დათქმას, ვოლსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარებას დათქმა არ სჭირდება და ასეთი არჩევნები ტარდებოდა აქამდეც.

"არავითარ დათქმაზე ლაპარაკი არ არის, ყველა შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩაატარა, იყო კონკრეტული მსჯელობა ამ საკითხებთან მიმართებით. არავინ არც იფიქროს, რომ ევროკავშირს შეუძლია შემოგვთავაზოს კანდიდატის სტატუსი იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანა დაინგრეს ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით.

ამას დათქმა არ ჭირდება, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურად და საერთაშორისო სტანდარტით, ასეთი იყო წინა არჩევნებიც. საქართველოს არავითარი დათქმა არ ჭირდება იმისთვის, რომ უნდა ჩაატაროს არჩევნები იმ სტანდარტით, რომელიც შეეფერება ევროპულ ქვეყანას, აქ ორი აზრი არ არსებობს. თუ კიდევ რაიმე სხვა იქნება, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ რეკომენდაციები არსებობს, რაზეც ჩვენ ვიმუშავეთ, მაგრამ უშველებელი ფორმატია ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მთელი რიგი ღონისძიებების და პროგრამის განხორციელებას, რათა საქართველომ მიაღწიოს საბოლოო შედეგს და გახდეს ევროკავშირის წევრი.

სამადაშვილის, ხაბეიშვილის, ზურაბიშვილის ფორმულა, რომ ხალხს ეკუთვნის და მთავრობას, რომელიც ამ ხალხის უდიდესმა ნაწილმა აირჩია, არ ეკუთვნის, ეს არის მინიშნება, მითითება, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ უნდა მიეცეს ქვეყანას სტატუსი, რადგან მათი მთავარი გეგმა, დესტაბილიზაცია იშლება", - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება