ეკონომიკის მინისტრი - ინფლაციის არსებული მაჩვენებლები კარგი წინაპირობებია იმისთვის, რომ ოპტიმისტური პროგნოზები გვქონდეს 2024 წლისთვის

კოორდინებული მუშაობით ჩვენ შევძელით ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეს ქვემოთ შეგვენარჩუნებინა - წლიურმა საშუალო ინფლაციამ 0.8 % შეადგინა, რაც მიზნობრივ 3 პროცენტიან ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამოცდება და ეს დადებითი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ასევე მომავალი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის ფასები არ გაიზარდოს.

„ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გასულ წელს გვქონდა, ზუსტად ინფლაციასთან ბრძოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაღალი ინფლაცია იყო მთავარი პრობლემა და მის დასაძლევად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ სახელმწიფო უწყებებს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და გვაქვს ეს შედეგები", - აღნიშნა მინისტრმა.

დავითაშვილის თქმით, ინფლაცია სხვა ქვეყნებში რჩება გამოწვევად, ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაციაა და საკმაოდ მკაცრია ასევე მათი მონეტარული პოლიტიკა, მაგალითად, მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთში, 60 % ს აღემატება ინფლაცია.

„ასე, რომ, ჩვენთვის ინფლაციის არსებული მაჩვენებლები კარგი წინაპირობებია იმისთვის, რომ ოპტიმისტური პროგნოზები გვქონდეს 2024 წლისთვის ეკონომიკაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით