გორის მერია - მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევები გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით შეძენილი სამედიცინო ტექნიკით მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოძრავი მამოგრაფიის სერვისი ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებმა ამჯერად შინდისში მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზეს.

მათ მსურველებს სხვადასხვა სახის კვლევები ადგილზე უფასოდ ჩაუტარეს.

„ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დიანა ბერიძე ესწრებოდნენ. მათ მოსახლეობასთან ისაუბრეს მოძრავი სკრინინგცენტრის აუცილებლობაზე და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.

უფასო სკრინინგის მიზანი დაავადების ადრეული გამოვლენა და კიბოს პრევენციაა.

სამედიცინო ტექნიკის შეძენა განხორციელდა იაპონიის მთავრობის თანადაფინანსებითა და არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქართლოსის“ მხარდაჭერით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება