რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს  საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის  ხელმძღვანელი ეწვია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ხელმძღვანელი, ღვთისმსახური, ბორის ჭარაია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმარს მიესალმა სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე, რომელმაც მადლობა მოახსენა ბორის ჭარაიას მობრძანებისათვის და გააცნო მას სააგენტოს შექმნის მიზნები, ამოცანები, განხორციელებული პროექტები, ისაუბრა სააგენტოსთან არსებული ინტერ-რელიგიური სათათბიროს შესახებ.

“ბორის ჭარაია დაინტერესდა სააგენტოს მიერ ყოველწლიურად გამოცემული ინტერრელიგიური კალენდრით და სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროექტში.

მან ისაუბრა საქართველოს მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის საქმიანობაზე და სააგენტოს საჩუქრად გადასცა ემ ეკლესიის საქმიანობის ამსახველი ლიტერატურა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდა სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ავთანდილ კვერნაძე, რომელიც სტუმარს ესაუბრა რელიგიური ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრაციის წესების შესახებ.

ნინო ჭავჭავაძემ ბორის ჭარაია მოიწვია ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე და გადასცა სააგენტოს სურვილი, აღნიშნული ორგანიზაცია გაერთიანდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ ინტერრელიგიურ სათათბიროში და მიიღოს აქტიური მონაწილეობა მის საქმიანობაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება